იტვირთება…
იტვირთება…
ფრენა ქუთაისიდან ლარნაკაში (Wizz Air), სასტუმრო ლიმასოლში სანაპიროსთან და სამოგზაურო დაზღვევა. ლარნაკიდან ლიმასოლამდე დაახლოებით 50 წუთია.
ხელბარგს ან ჩემოდანს ჯავშნისას დაამატებთ, ავიაკომპანიის ზუსტი ფასით. ფასს ჯავშნის პირველსავე ნაბიჯზე, გადახდამდე ნახავთ.
ზუსტი დრო და ბარგის პირობები დაჯავშნისას დადასტურდება.
ფრენა ქუთაისის აეროპორტიდანაა. თბილისიდან იქამდე ავტობუსით ან ტრანსფერით დაახლოებით 3–3.5 საათია. ტრანსფერის მოწყობაში დაგეხმარებით, დაგვირეკეთ: +995 510 00 16 00
ნოემბერი 2026
დეკემბერი 2026
იგივე თარიღები და ფრენა, სხვა სასტუმრო. ფასი ერთ მგზავრზე.
Olympic Residence მდებარეობს ლიმასოლში, ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ის დაშორებით. სასტუმროს მახლობლად არის პლაჟები: Akti Olympion B და Miami Beach.
სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი და რესორანი, სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია Wi-Fi და უფასო პარკინგი.
სასტუმროში არის გამაჯანსაღებელი ცენტრი მასაჟის კაბინეტით, საუნითა და ორთქლის აბანოთი. სპორტული აქტივობებისთვის მოწყობილია ფიტნესცენტრი და მაგიდის ჩოგბურთის ზონა. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ დახურული და ღია ტიპის საცურაო აუზებით.
ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სათამაშო ოთახი. სასტუმროში ფუნქციონირებს ტურისტული ბიურო, შესაძლებელია ტრანსფერის შეკვეთა. შენობაში არის ლიფტი.
სასტუმროს სერვისებს შორის არის სამრეცხაო, ქიმწმენდა, ბანკომატი, ტანსაცმლის დაუთოება, ავტომობილის გაქირავება, სეიფი და კონსიერჟი. პერსონალი საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.
353, 28th October St., Limassolლიმასოლი, კვიპროსი
მარშრუტისასტუმროს შენიშვნა
მიღება მუშაობს 24/7. რესტორანი ღიაა 2013 წლის 15 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე.
. საბოლოო ღირებულება დაზუსტდება უშუალოდ ჯავშნის გაფორმების დროს, ავიაკომპანიასა და სასტუმროსთან გადამოწმების შემდეგ.
ავიაბილეთის, სამოგზაურო დაზღვევისა და მომსახურების საფასური იფარება ჯავშნის გაფორმებისთანავე და გაუქმების შემთხვევაში უკან არ ბრუნდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი ღირებულების დაბრუნება დამოკიდებულია არჩეული ტარიფის პირობებზე (არადაბრუნებადი ტარიფის შემთხვევაში, თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება).
ყველაფერი PDF-ად მოვა ელფოსტაზე და ინახება პირად კაბინეტში.
5–7 ღამე. ერთი დღე ტროოდოსისთვის და ერთი კურიონისა და პაფოსისთვის დატოვეთ.
პირდაპირი ავტობუსით დაახლოებით ერთ საათში, ან მანქანით დაახლოებით 50 წუთში. ტრანსფერი პაკეტის ფასში არ შედის.
კვიპროსი შენგენის ზონაში არ შედის, მაგრამ ბიომეტრიული პასპორტით აქაც ვიზა არ გჭირდებათ, 180 დღეში 90 დღემდე. ეს დღეები შენგენის დღეებისგან ცალკე ითვლება. საზღვარზე შეიძლება გკითხონ სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი: სამივე ჩვენს პაკეტშია.
ქალაქის პლაჟების უმეტესობა წვრილი კენჭისა და ქვიშის ნარევია, წყალი სუფთაა. გრძელი ქვიშიანი პლაჟი ლედი მაილზეა, ქალაქის სამხრეთით.
კი, ზაფხულში იქ გრილა, გზაზე კი ღვინის სოფლები და ძველი მონასტრებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის, ამიტომ მანქანა ან ექსკურსია ჯობია.
2,679 ₾ერთ მგზავრზე
სულ 5,358 ₾ · 4–8 ნოე
Olympic Residenceლიმასოლი, კვიპროსი
დღე 1
ოთხ, 4 ნოე
გაფრენა და შესახლება
KUT 05:45 → LCA
ადრეული რეისი: აეროპორტში 03:45-ისთვის უნდა იყოთ
Olympic Residence · შესახლება 14:00-დან
დღე 2–4
ხუთ, 5 ნოე – შაბ, 7 ნოე
3 თავისუფალი დღე
დრო თქვენს განკარგულებაშია: ლიმასოლი და მისი ღირსშესანიშნაობები.
დღე 5
კვი, 8 ნოე
გამოსვლა და დაბრუნება
LCA 06:35 → KUT
ადრეული რეისი: აეროპორტში 04:35-ისთვის უნდა იყოთ