ჩვენ შესახებ
Select Tour თბილისის ტურისტული კომპანიაა. ვაწყობთ ტურებს, რომლებშიც ფრენა, სასტუმრო და სამოგზაურო დაზღვევა ერთ ფასშია, და ვყიდით სასტუმროებსა და ავიაბილეთებს. ყველაფერი ონლაინ ჯავშნდება, ჩვენი გუნდი კი ოფისში, ტელეფონით და ჩატში გეხმარებათ.
რას ვყიდით
ტურებს ევროპის ქალაქებში, ზღვაზე და მთაში, მრავალქალაქიან ტურებს, სასტუმროებს მთელ მსოფლიოში, ავიაბილეთებს და მოგზაურობისთვის eSIM-ს.
როგორ ვმუშაობთ
ფასს ჯავშნისას ავიაკომპანიასთან და სასტუმროსთან ხელახლა ვამოწმებთ. ბარათზე თანხა ჯერ მხოლოდ იყინება და ჩამოიჭრება მას შემდეგ, რაც ფრენა და სასტუმრო დადასტურდება. თუ რომელიმე ვერ დადასტურდა, გაყინული თანხა თავისუფლდება.
გადახდა
საქართველოს ბანკის დაცული გვერდით: ბარათით, Apple Pay-ით, Google Pay-ით ან განვადებით. ტურის სასტუმროს ნაწილი ხშირად მოგვიანებითაც შეიძლება გადაიხადოთ, მისი უფასო გაუქმების ვადამდე.
დახმარება
მხარდაჭერა ყოველდღე 10:00–22:00: ჩატით საიტზე, ტელეფონით და ელფოსტით. ჯავშნის შემდეგ ვაუჩერი და ბილეთები ელფოსტაზე და თქვენს ანგარიშში მოგივათ.
კომპანია
- იურიდიული სახელი
- შპს „სელექთ ტური“ (Select Tour LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 402350754
- ოფისი
- თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N6, York Towers
- სამუშაო საათები
- ყოველდღე 10:00–22:00
- ტელეფონი
- +995 510 00 16 00
- ელფოსტა
- info@selecttour.ge