01რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?
- საიდენტიფიკაციო და სამოგზაურო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პასპორტის მონაცემები (ნომერი, მოქმედების ვადა, გამცემი ქვეყანა), დაბადების თარიღი და სქესი.
- საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი.
- ფინანსური და ტრანზაქციის მონაცემები: ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს. გადახდისას ვამუშავებთ მხოლოდ ტრანზაქციის სტატუსს, თარიღს, თანხას და ბანკის მიერ მოწოდებულ დასტურს.
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და პლატფორმით სარგებლობის ისტორია.
- ანგარიში: თუ ანგარიშს Google-ით ქმნით, Google-ისგან ვიღებთ თქვენს სახელს და ელფოსტის მისამართს.
- მიმოწერა: ჩატში, ელფოსტით ან ტელეფონით მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის ჩატში გამოგზავნილი ფოტოები და ფაილები.
- თანხმობები: წესებსა და პოლიტიკაზე თანხმობისას ვინახავთ დროს, IP მისამართს და დოკუმენტის ვერსიას.
02მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს თქვენივე თანხმობის, ხელშეკრულების დადების/შესრულების და კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, შემდეგი მიზნებისთვის:
- ტურისტული სერვისების, ავიაბილეთებისა და სასტუმროების ძიება, დაჯავშნა და გაფორმება.
- ჯავშნის დასტურის, ბილეთების, ინვოისებისა და საინფორმაციო მასალების გამოგზავნა.
- ფინანსური აღრიცხვა, ინვოისირება და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
03მონაცემთა მესამე პირებისთვის და ტრანსსასაზღვრო გადაცემა
თქვენი სამოგზაურო მონაცემები გადაეცემა მესამე პირებს (ავიაკომპანიები, სასტუმროები, გლობალური სადისტრიბუციო სისტემები - GDS, სატრანსპორტო კომპანიები) ექსკლუზიურად თქვენ მიერ არჩეული ჯავშნის შესრულების მიზნით.
ვინაიდან ტურისტული მომსახურება შესაძლოა ხორციელდებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს უცხოურ სუბიექტებს (მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა) ჯავშნის დასასრულებლად.
ჩვენი დავალებით მონაცემებს ამუშავებენ შემდეგი მომსახურების მიმწოდებლებიც, მხოლოდ საჭირო მოცულობით:
- სს „საქართველოს ბანკი“: ბარათით გადახდა და განვადება. ბარათის მონაცემებს მხოლოდ ბანკი ამუშავებს.
- ჰოსტინგი და ფაილების შენახვა: Render და Amazon Web Services, სერვერები ევროკავშირში (ფრანკფურტი).
- ელფოსტის გაგზავნა: ჯავშნის დადასტურებები, ვაუჩერები და შეტყობინებები.
- ხელოვნური ინტელექტის სერვისები: Anthropic და Google ამუშავებენ ჩატის ტექსტს და ჯავშნის მოკლე ინფორმაციას (ნომერი, სტატუსი, თანხა), რათა ოპერატორს პასუხის მომზადებაში დაეხმარონ. მგზავრების პირადი მონაცემები მათ არ გადაეცემა. პასუხს ყოველთვის ოპერატორი ამოწმებს და აგზავნის.
- Meta Platforms Ireland: Meta Pixel, მხოლოდ თქვენი თანხმობით: რომელი რეკლამიდან მოხვედით და გაკეთდა თუ არა ჯავშანი (თანხა და ჯავშნის ნომერი, მგზავრების მონაცემების გარეშე).
- Google: მხოლოდ მაშინ, თუ Google-ით შესვლას ირჩევთ.
04მზა ფაილები (Cookies)
საიტის მუშაობისთვის ვიყენებთ აუცილებელ Cookie ფაილებს: ავტორიზაციის (შესვლის) შესანარჩუნებლად, ენის დასამახსოვრებლად, უსაფრთხოებისთვის და თქვენი არჩევანის შესანახად. თქვენი თანხმობით ვრთავთ Meta Pixel-ს, რომელიც Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შედეგების გასაზომად იყენებს Cookie ფაილებს (_fbp). თანხმობამდე ის არ იტვირთება. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საიტის ქვედა ნაწილში, ბმულით „Cookie-ს პარამეტრები“. Google-ით შესვლისას Google საკუთარ ფაილებს იყენებს, საკუთარი წესებით. Cookie ფაილების წაშლა ან გამორთვა ბრაუზერის პარამეტრებიდანაც შეგიძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიშში შესვლა არ იმუშავებს.
05მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება შესაბამისი ტურისტული მომსახურების დასრულებიდან 3 წლის ვადით (სავარაუდო სამართლებრივი პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით), ხოლო ფინანსური/საგადასახადო დოკუმენტაცია (ინვოისები, საგადასახადო ჩანაწერები) ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადით.
06თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
- მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, დამუშავების შეწყვეტა ან დაბლოკვა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონიერ საგადასახადო ან სახელშეკრულებო ვალდებულებებს);
- ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენ მიერ მიცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.
07საკონტაქტო ინფორმაცია
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: info@selecttour.ge
ტელეფონი: +995 510 00 16 00
კომპანიის რეკვიზიტები
- კომპანია
- შპს „სელექთ ტური" (Select Tour LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 402350754
- მისამართი
- საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ა. წერეთლის გამზ. N70, ბინა 1B
კითხვა გაქვთ?
დაგვიკავშირდით და ნებისმიერ პუნქტს აგიხსნით.