მთავარ შინაარსზე გადასვლა

წესები და პირობები

Select Tour-ის პლატფორმით სარგებლობისა და ჯავშნების პირობები.

4 წთ კითხვა10 სექცია

შინაარსი
  1. 01ზოგადი დებულებები
  2. 02შპს „სელექთ ტური"-ს სტატუსი და როლი
  3. 03მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოება და პლატფორმით სარგებლობა
  4. 04ჯავშნის გაფორმება და მომხმარებლის ვალდებულებები
  5. 05ფასწარმოქმნა, ტექნიკური შეცდომები და გადახდის წესები
  6. 06ჯავშნის გაუქმება, ცვლილებები და დაბრუნება (Refund)
  7. 07პერსონალური მონაცემების დამუშავება
  8. 08პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  9. 09დავების გადაწყვეტა
  10. 10აქციები და პრომოკოდები
  11. კომპანიის რეკვიზიტები

01ზოგადი დებულებები

1.1.წინამდებარე საჯარო შეთავაზება (შემდგომში – „ოფერტა" ან „ხელშეკრულება") წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელსაც სთავაზობს შპს „სელექთ ტური" ნებისმიერ ფიზიკულ ან იურიდიულ პირს (შემდგომში — „მომხმარებელი“).

1.2.პლატფორმაზე დაჯავშნის პროცესის დასრულება ან/და კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე თანხის (სრულად ან ნაწილობრივ) გადახდა ნიშნავს მომხმარებლის მიერ ამ პირობების სრულ, გაცნობიერებულ და უპირობო მიღებას (აქცეპტს).

1.3.შპს „სელექთ ტური" იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, რომლებიც ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.

02შპს „სელექთ ტური"-ს სტატუსი და როლი

2.1.შპს „სელექთ ტური" მოქმედებს ექსკლუზიურად როგორც შუამავალი (აგენტი) მომხმარებელსა და მომსახურების უშუალო მიმწოდებლებს (ავიაკომპანიები, სასტუმროები, სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები და სხვ.) შორის.

2.2.მომსახურების ხარისხზე, შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების უშუალო მიმწოდებელს (პროვაიდერს).

03მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოება და პლატფორმით სარგებლობა

3.1.მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე, პაროლის კონფიდენციალურობასა და მისი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

04ჯავშნის გაფორმება და მომხმარებლის ვალდებულებები

4.1.მომხმარებელი ვალდებულია ონლაინ დაჯავშნისას ან ინვოისირების პროცესში ზუსტად და უშეცდომოდ მიაწოდოს კომპანიას მგზავრების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მოქმედების ვადა და სხვა).

4.2.მონაცემების არასწორად ან არასრულად შეყვანის/მიწოდების გამო დამდგარ ნებისმიერ ფინანსურ თუ იურიდიულ შედეგზე (მაგ: ბილეთის ან ჯავშნის ანულირება, ჯარიმა ცვლილებაზე) სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.

05ფასწარმოქმნა, ტექნიკური შეცდომები და გადახდის წესები

5.1.მომსახურების ფასი და ჯავშანი გარანტირებულია მხოლოდ ტრანზაქციის წარმატებით დასრულების და კომპანიის მიერ პროვაიდერთან სერვისის საბოლოო დადასტურების შემდეგ. თუ გადახდის მომენტისთვის პროვაიდერის მხრიდან შეიცვალა ტარიფი, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ან უარი თქვას ჯავშანზე (ამ შემთხვევაში მას უბრუნდება მხოლოდ მის მიერ გადახდილი თანხა).

5.1.1.ინვოისით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ვალდებულია თანხა ჩარიცხოს სრულად, საბანკო საკომისიოების (მათ შორის, შუამავალი ბანკების) გათვალისწინებით, მითითებულ ვადამდე.

06ჯავშნის გაუქმება, ცვლილებები და დაბრუნება (Refund)

6.1.დადასტურებული ჯავშნის გაუქმების, შეცვლის და თანხის დაბრუნების წესები მკაცრად რეგულირდება უშუალოდ მომსახურების მომწოდებლის (პროვაიდერის, ავიაკომპანიის, სასტუმროს) სატარიფო პოლიტიკით.

6.2.პროვაიდერის მხრიდან თანხის დაბრუნების (Refund) დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება პროვაიდერის მიერ ანაზღაურებული თანხა, რომელსაც აკლდება შპს „სელექთ ტური“-ს საოპერაციო მომსახურების საკომისიო და საბანკო გადარიცხვის ხარჯები. კომპანიის მომსახურების საკომისიო დაბრუნებას არ ექვემდებარება.

07პერსონალური მონაცემების დამუშავება

7.1.მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას მისი და მასთან ერთად მყოფი მგზავრების პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შენახვასა და პროვაიდერებისთვის გადაცემაზე, რაც აუცილებელია ტურისტული მომსახურების მისაღებად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

08პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1.შპს „სელექთ ტური“ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და მას ვალდებულება არ წარმოეშობა შემდეგ შემთხვევებზე:

  • ავიაკომპანიის მიერ ფრენის გადადებაზე, გაუქმებაზე, გრაფიკის ცვლილებაზე ან ბარგის დაკარგვაზე/დაზიანებაზე;
  • სასტუმროს ან სხვა პროვაიდერის მხრიდან ადგილების ზედმეტად დაჯავშნაზე (Overbooking);
  • მგზავრისთვის საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმასა ან სავიზო რეჟიმის დარღვევაზე;
  • ფორს-მაჟორულ გარემოებებზე (სტიქიური უბედურებები, ომი, გაფიცვები, ეპიდემია, სახელმწიფო რეგულაციები და სხვ.), რაც შეუძლებელს ხდის მომსახურების გაწევას.

09დავების გადაწყვეტა

9.1.ყველა დავა ან უთანხმოება მხარეებს შორის წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

10აქციები და პრომოკოდები

10.1.აქციის ფასი მოქმედებს მხოლოდ აქციის პერიოდში და აქციით გათვალისწინებულ ტურებსა და გამგზავრების თარიღებზე. ჯავშანზე ფიქსირდება ის ფასი, რომელიც ჯავშნის გაფორმების მომენტში ჩანს. აქციის დაწყება ან დასრულება უკვე გაფორმებულ ჯავშნებს არ ეხება და ფასის სხვაობა არ ანაზღაურდება.

10.2.ერთ ჯავშანზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პრომოკოდის გამოყენება. პრომოკოდი ნაღდ ფულზე არ იცვლება, არ ჯამდება სხვა პრომოკოდთან და არ გადადის სხვა ჯავშანზე.

10.3.პრომოკოდს შეიძლება ჰქონდეს მოქმედების ვადა, მიმართულებების, თარიღების ან მინიმალური თანხის შეზღუდვა, გამოყენების საერთო ლიმიტი ან ლიმიტი ერთ მომხმარებელზე, და შეიძლება ვრცელდებოდეს მხოლოდ პირველ ჯავშანზე. თუ კოდის პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული, ის აქციის ფასზე არ ვრცელდება.

10.4.ფასდაკლება ვრცელდება შპს „სელექთ ტური“-ს მომსახურების ღირებულებაზე და შესაძლოა შემცირდეს ისე, რომ ტურის ფასი არ ჩამოვიდეს მომწოდებლების (ავიაკომპანიის, სასტუმროს, მზღვეველის) ღირებულებაზე დაბლა. ფასდაკლების ზუსტი ოდენობა და გადასახდელი თანხა გადახდამდე ჩანს ჯავშნის გვერდზე.

10.5.გადახდის განრიგით გაფორმებულ ჯავშანზე პრომოკოდის ფასდაკლება აკლდება პირველ გადახდას.

10.6.ჯავშნის გაუქმებისას დასაბრუნებელი თანხა გამოითვლება რეალურად გადახდილი (ფასდაკლების შემდეგ) თანხიდან. მომხმარებლის მიერ გაუქმებული ჯავშნის პრომოკოდი ხელახლა გამოსაყენებლად არ აღდგება. კოდი აღდგება, თუ ჯავშანი ვერ დადასტურდა მომწოდებლის ან კომპანიის მხრიდან, ან ჯავშნის გადახდის ვადა ამოიწურა.

10.7.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან შეცვალოს აქცია ან პრომოკოდი. ეს უკვე გაფორმებულ ჯავშნებზე გავლენას არ ახდენს.

10.8.პრომოკოდის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში (ყალბი ან განმეორებითი ანგარიშები, ავტომატური საშუალებები, კოდის არაავტორიზებული გავრცელება) კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ფასდაკლებაზე ან გააუქმოს ჯავშანი გადახდილი თანხის სრული დაბრუნებით.

კომპანიის რეკვიზიტები

კომპანია
შპს „სელექთ ტური" (Select Tour LLC)
საიდენტიფიკაციო კოდი
402350754
მისამართი
საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ა. წერეთლის გამზ. N70, ბინა 1B

კითხვა გაქვთ?

დაგვიკავშირდით და ნებისმიერ პუნქტს აგიხსნით.