მთავარ შინაარსზე გადასვლა
  • ფასი ლარში
  • უფასო გაუქმება
  • ქართულად დაგეხმარებით

პოპულარული ქალაქები

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი სასტუმრო გვაქვს.

სასტუმროები, რომლებსაც სტუმრებმა 8 ან მეტი დაუწერეს, და ჩვენი რეიტინგით საუკეთესოები.

როგორ ვარჩევთ სასტუმროებს

საიტზე ყველა სასტუმრო არ ხვდება: თითოეულს ავტომატურად ვფილტრავთ ოთხი წესით და, რაც მათ ვერ აკმაყოფილებს, ძებნაში არ ჩანს.

  1. 1

    სტუმრების შეფასება

    თუ 10-ზე მეტმა სტუმარმა სასტუმროს 6.5-ზე დაბალი შეფასება დაუწერა, მას არ ვაჩვენებთ.

  2. 2

    ფოტოები და მისამართი

    მინიმუმ 3 ფოტო და ზუსტი მდებარეობა; ოთახის ფოტოები შესაბამის ოთახს ეკუთვნის.

  3. 3

    ჰოსტელების გარეშე

    ჰოსტელები, კემპინგები და გლემპინგები ძებნაში არ ხვდება.

  4. 4

    რეკომენდებული რიგი

    რიგი ვარსკვლავების, შეფასებების, ფოტოებისა და მომწოდებლის რეიტინგით დგება და არა რეკლამით.

ხშირი კითხვები

როგორ გავაუქმო ჯავშანი?

გახსენით ჯავშნის ბმული წერილიდან ან „ჩემი მოგზაურობებიდან“ და დააჭირეთ „გაუქმებას“. უფასო გაუქმების ვადა თითოეულ ოთახზე თბილისის დროით წერია; ვადის შემდეგ სასტუმროს ჯარიმა მოქმედებს.

რა არის ადგილზე გადასახდელი გადასახადი?

ზოგ ქალაქში (მაგ. დუბაი, პარიზი, რომი) ტურისტულ გადასახადს სასტუმრო შესვლისას ადგილობრივ ვალუტაში იღებს. თანხას ფასის გვერდით წინასწარ ვაჩვენებთ; ის ჩვენს ფასში არ შედის.

რატომ მეკითხებით მოქალაქეობას?

სასტუმროები ფასს სტუმრის პასპორტის მიხედვით ადგენენ. თუ მთავარ სტუმარს სხვა ქვეყნის პასპორტი აქვს, ძებნისას ის აირჩიეთ, თორემ სასტუმრომ შესვლისას სხვაობა შეიძლება მოითხოვოს.

როდის მივიღებ ვაუჩერს?

გადახდისა და სასტუმროს დადასტურების შემდეგ, ჩვეულებრივ რამდენიმე წამში, ვაუჩერი PDF-ად მოდის ელფოსტაზე და „ჩემს მოგზაურობებშიც“ ინახება.

რა ვალუტაში ვიხდი?

ფასი ყოველთვის ლარშია და დაჯავშნისას ფიქსირდება.

კითხვა გაქვთ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და დაგეხმარებით მოგზაურობის შერჩევაში.

ყოველდღე 10:00–20:00კონტაქტი