ტურები: ლისაბონი
პორტუგალია
შვიდ ბორცვზე გაშენებული ქალაქი ატლანტიკის ნაპირზე: ყვითელი ტრამვაი 28, ალფამას ვიწრო ქუჩები, ბელემის კოშკი და თბილი პასტეის დე ნატა.
0 მოგზაურობა
ამ ფილტრებით ტური ვერ მოიძებნა
სცადეთ სხვა თვე ან მიმართულება. აი, რა გვაქვს ახლა:
მოკლედ: ლისაბონი
ლისაბონისთვის 3–4 ღამე საკმარისია. ცენტრიდან (ბაიშა, შიადუ) ფეხით მიდიხართ მთავარ უბნებამდე, ერთი დღე კი სინტრას ან კაშკაიშს დაუთმეთ. ზამთარშიც რბილი ამინდია, 12–16 გრადუსი.
კარგია, თუ იცით
- ვიზაშენგენის ზონა: ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ გჭირდებათ 90 დღემდე.
- ვალუტაევრო (EUR)
- როზეტიC და F ტიპი, 230 ვ
- დროის სხვაობათბილისზე 4 საათით უკან (ზაფხულში 3 საათით)
კითხვები: ლისაბონი
როგორ მივიდე აეროპორტიდან ცენტრამდე?
მეტროს წითელი ხაზით ცენტრამდე დაახლოებით 20–25 წუთია. ტრანსფერი პაკეტის ფასში არ შედის.
სინტრაში როგორ წავიდე?
როსიუს სადგურიდან მატარებელი დაახლოებით 40 წუთი მიდის.